ახალი ამბები

ანონსი: 23 დეკემბერი

22 დეკემბერი, 2016 • 2342
ანონსი: 23 დეკემბერი

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ პარასკევს, 23 დეკემბერს, დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო, საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ბრიფინგს გამართავს. თემა:  2016 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. მის. თავისუფლების #2


11:00 — “თავისუფლების დაცვის ცენტრის” გამგეობის წევრები ბაჩო გოგრიჭიანი და ლელა ბერიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა, რომელიც 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება და მათი პოლიტიკურ რეგენერაციის მცდელობა. მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი – 599726565


11:00 — „ტექნოპარკში” სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნის. მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7


11:30 საათზე, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არასაპარლამენტო ოპოზიციის სამოქმედო გეგმები საყოველთაო ცვლილებებისთვის, რომლის განხორციელებაც 2017 წლიდან დაიწყება; ოპოზიციის მონაწილეობა ქვეყნის კონსტიტუციის შექმნაში; დიდი ოპოზიციური გაერთიანება – ვინ ვისთან ჯგუფდება; სხვა პოლიტიკური საკითხები. მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2


12:00 — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გუდაურში ახალ საბაგიროს გახსნის. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, დაესწრება.


12:00 — სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია ჩატარდება.


18:30 — მწერალთა სახლში ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. მის. ივანე მაჩაბლის #13.

მასალების გადაბეჭდვის წესი