ახალი ამბები

საია არჩევნებს თბილისის და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში დააკვირდება

30 სექტემბერი, 2012 •
საია არჩევნებს თბილისის და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში დააკვირდება

საქართველოს მასშტაბით 195 საარჩევნო უბანში სტატისტიკური დამკვირვებლები არიან განთავსებული, 35 ოლქში მობილური ჯგუფი მოძრაობს, საიას ინფორმაციით ისინი დაკვირვებას ახორციელებენ გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებშიც.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები არჩევნებს დააკვირდებიან შემდეგ რეგიონებში: აჭარა; იმერეთი; გურია; სამეგრელო; შიდა ქართლი; სამცხე-ჯავახეთი; ქვემო ქართლი; კახეთი;მცხეთა-მთიანეთი. 

 

საია არჩევნებს სემდეგ ოლქებში დააკვირდება: თბილისის 10 ოლქი; ბათუმი; ქობულეთი; ხელვაჩაური; ხულო; ქუთაისი; წყალტუბო; საჩხერე; ოზურგეთი; ლანჩხუთი; ჩოხატაური; ზუგდიდი; ფოთი; გორი; ქარელი; კასპი; ხაშური; ახალციხე; რუსთავი; მარნეული; ბოლნისი; გარდაბანი; თელავი; საგარეჯო; ლაგოდეხი; დუშეთი.

 

დაკვირვება განხორციელდება საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო სააეჩევნო კომისიებში, დაკვირვება განხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: ამერიკის შეერთებული შტატები; საფრანგეთი; დიდი ბრიტანეთი; გერმანია; უნგრეთი.

 

არჩევნების დღეს იფუნქციონირებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, როგორც მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლებათ კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 218 26 11

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი