პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და გაუპატიურების, ასევე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილისა და ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.
პროკურატურამ პატიმრების წამებაში მონაწილე ციხის თანამშრომლების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა გასაჯაროვდა. პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა პირველად 18 სექტემბერს გავრცელდა.









