გლდანის #8 საპყრობილის პატიმრების თქმით, წამებაში მონაწილეობდნენ ოლეგ ფაცაცია, ალეკო მუხაძე, გიორგი ახალაია, გიორგი მეტრეველი, ე.წ. “ციკლოპა“.
ქსნის #15 დაწესებულების პატიმრების თქმით: შოთა თოლორდავა, დიმიტრი ჩხეიძე, გიორგი ალავერდაშვილი ე.წ. „დ.პ.ნ.კ.ა“, დათო ავსაჯანაშვილი, ლევან ლეჟავა, ბეგლარ გომარელი, ბაჩო რუხაია, გიორგი ფარჟანაძე, ზურა რუხაია, ბაჩო ახალაია, გოგიტა გულისაშვილი, კაკო.
რუსთავის #17 დაწესებულების პატიმრების თქმით: ლევან პაჭკორია მეტსახელად ნინძა, თემურ ასანიძე, ლექსო გელაშვილი, გიორგი გუდაძე მეტსახელად ჯალათი, ძმები მუმლაძეები.
რუსთავის #16 დაწესებულების პატიმრების თქმით: დავით მუმლაძე, დავით მამუკაძე, გიორგი ხუხუა, გოგა კიკნაველიძე, გაგა მკურნალიძე, დავით საცერაძე, მიხეილ კიკნაძე, მალხაზი ზედმეტსახელად პიტი, იმედა ასანიძე, მალხაზ ცხვედიანი, ოთარ გულიაშვილი, გოჩა ბენიძე, ექიმი ბადრი, გიორგი ჯანაშია, მამუკა ჩეგიანი, ო.გულიაშვილი, ილო ლუთიძე, ლ. ჭიჭინაძე, არსენ ჩანგალია, თამაზ რეხვიაშვილი, ე.წ. „ვარონიკი“, ო.გულიაშვილი, ილო ლუთიძე.
რუსთავის #6 საპყრობილის პატიმრები ასახელებენ ჯონი ივანიშვილს.
საიამ, მთლიანობაში 240 პატიმრის ახსნა-განმარტება და განცხადება მიიღო, რომელსაც 90 პატიმარი აწერს ხელს.
საია, პროკურატურას, ასევე, უგზავნის დოკუმენტს, სადაც თავმოყრილია, სახალხო დამცველის 2006-2011 წლებში არსებული ანგარიშებიდან, პატიმართ მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები და იმ პირთა სახელები და გვარები, ვინც ამგვარ ქმედებებში მონაწილეობდნენ.
სახალხო დამცველის ანგარიშებიდან დასახელებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე – ბაჩო ახალაია, თბილისის N1 დაწესებულების უფროსი, თემურ ტაბაღუა, თბილისის N1 დაწესებულების ახალი დირექტორი, ლევან მარუაშვილი, სასჯელაღსრულების დაწესებულების ქსნის N7 დაწესებულების დირექტორი, რ. არქელოვი, ადმინისტრაციის თანამშრომლები – გოჩა კვარაცხელია, ვინმე „ალიკა“.
საია მოითხოვს, სახალხო დამცველის ანგარიშებიდან თავმოყრილ ფაქტებთან დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აცნობოს გამოძიების მიმდინარეობა და დამდგარი შედეგი.








