შინაგან საქმეთა სამინინისტროს ინფორმაციით, აბაშის რაიონული სამმართველოს თანაშრომლებმა ვალერიანე ცომაია დააკავეს. ცომაიას დაკავების მიზეზი აბაშის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” სააგიტაციო პლაკატებს დახევაა. შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ პოლიციას ვალერიანე ცომაიამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს აცხადებს, რომ დაკავებულმა პირმა მსგავსი ქმედებების გამო პოლიიცსგან გაფრთხილება უკვე ორჯერ მიიღო. ცომაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. იგი სასამართლოშია გადაყვანილი.