სვანეთის სოფელ ხაიშში ადგილობრივი მცხოვრები ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 20 დეკემბერს, გვიან თქმით მოხდა.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, დაღუპული შუა ხნის მამაკაცია. შსს -ს ცნობით, შემთხვევა ხაიშისკენ მიმავალ გზაზე, ბოლო გვირაბთან მოხდა.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით აწარმოებს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფთხილებლობით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 21 დეკემბრის მდგომარეობით, ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და საავტომობილო გზა გაიწმინდა, რის შედეგადაც აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *