მათ შორისაა “აშშ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI), NDI- საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი” (ODIHR), „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში”, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა”, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა.
როგორც ცესკოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ სიაში არის მითითებული, ამ არჩევნებზე ყველაზე მეტ დამკვირვებელს, 300კაცს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი” (ODIHR) გამოაგზავნის.
რაც შეეხება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დამკვირვებლებს, არჩევნებზე შედარებით მეტი დამკვირვებელი ეყოლებათ შემდეგ ორგანიზაციებს: “ამომრჩეველთა ლიგა” – 2507, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) – 1210, “ეკონომიკურ დანაშაულთან, კორუფციასთან და კონტრაბანდასთან ბრძოლის კავშირი” – 2856, “სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის სტრატეგიული კვლევითი ცენტრი” – 2912, “დემოკრატიის ქსელი” – 2946, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” – 1759, “საარჩევნო სისტემების კვლევითი ცენტრი” – 3843, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” – 408, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” – 49.
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში 36 ადგილობრივი არასამთავრობო და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული.
ხოლო 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისათვის ცესკოში დარეგისტრირდა 1 848 საერთაშორისო დამკვირვებელი 62 ორგანიზაციიდან და 13 195 ადგილობრივი დამკვირვებელი 33 არასამთავრობო ორგანიზაციიდან.