შეხვედრა ზუგდიდში, ალასანიას საარჩევნო შტაბში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
ალასანიას პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის ელჩი წინასაარჩევნო გარემოთი დაინტერესდა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ამერიკელ დიპლომატს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ზუგდიდში არსებული ვითარების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით რიჩარდ ნორლანდი კოალიციის ლიდერს – ბიძინა ივანიშვილს ასევე დახურულ კარს მიღმა შეხვდა.
