ახალი ამბები

ვახანია საკუთარ ამომრჩევლებს ‘ოცნებისა’ და ალასანიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

28 სექტემბერი, 2012 •
ვახანია საკუთარ ამომრჩევლებს ‘ოცნებისა’ და ალასანიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

“მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ოპოზიციური ძალების ერთიანობის მიზნით მოვუწოდებ ჩემს მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს, ხმა მისცენ საარჩევნო ბლოკს “ ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ და მის წარმომადგენელს ირაკლი ალასანიას ზუგდიდის საარჩევნო ოლქში”, – აცხადებს ვლადიმერ ვახანია.

 

საქართველოს და რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვახანია სამართალდამცავებმა 2009 წელს დააკავეს და გაასამართლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და ამავე მუხლის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარდგენილ ბრალდებებისთვის. ვახანიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა და იგი ციხიდან მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გათავისუფლდა.

 

ვახანიას საქმე გასაჩივრებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ვლადიმერ ვახანია თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.

ვლადიმერ ვახანია
ვლადიმერ ვახანია

მასალების გადაბეჭდვის წესი