ახალი ამბები

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობების პროტესტი [Video]

27 სექტემბერი, 2012 • 1655
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობების პროტესტი [Video]

როინიშვილის გარდა, მესხიშვილის თეატრთან შეკრებილ საზოგადოებას მსახიობებმა – მარიკა სამანიშვილმა, გიორგი ზანგურმა და გიორგი შალამბერიძემ მიმართეს.

 

მარიკა სამანიშილის თქმით, მთავრობა მათ სეზონის გახსნის საშუალებას არ აძლევს:

 

“ეს მთავრობა არის ძალადობის მთავრობა. პრეზიდენტს არ უყვარს თეატრი.”

“სპექტაკლი, რომელიც ჩვენ უნდა გვეთამაშა, რომელიც პირდაპირ ეხმაურება ძალადობას, ამ ტკივილს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ატარებს, ამის საშუალება არა გვაქვს, ამის არც მორალური უფლება არა გვაქვს და ჩვენ ვდგავართ აქ, თვენ გვერდით,” -განაცხადა ზანგურმა

“ჩვენ არასოდეს დავეთანხმებით იმას, რომ რომელიმე ხელისუფალი ჩვენი შვილების სისხლით მოვიდეს,” – აცხადებს გიორგი შალამბერიძე.

 

ქუთაისში თეატრალური სეზონი დღეს, 19:00 საათზე სპექტკლ “ბამბაზიის სამოთხით” უნდა გახსნილიყო, სოხუმის დაცემის 19 წლისთავთან დაკავშირებით. თუმცა თეატრი ამ დრომდე დაკეტილია და გარეთ შეკრებილ ადამიანებს შიგნით შესვლის საშუალება არ ეძლევათ. თეატრში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორთეს შუქი. წინასწარი ინფორმაციით, სეზონი თეატრში საპროტესტო განცხადებებით უნდა გახსნილიყო თეატრის მსახიობების ნაწილის მიერ. თეატრთან მივიდნენ “ქართული ოცნების” აქტივისტებიც. საბოლოო ჯამში, სპექტაკლის ჩვენება და სეზონის გახსნა ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ჩაიშალა. თეატრის მმართველი – გიორგი სიხარულიძე ქუთაისის საკრებულოს წევრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი