ახალი ამბები

ანონსი – 20 დეკემბერი

20 დეკემბერი, 2016 • 4450
ანონსი – 20 დეკემბერი

წარმოგიდგენთ 20 დეკემბერს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

09:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უმასპინძლებს კონფერენციას თემაზე „გენდერი და სამართალი: საქართველოს კანონმდებლობისფემინისტური ანალიზი.“ კონფერენციაზე დაგეგმილია ამავე სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს საკანონმდებლო ბაზაში და სასამართლო პრაქტიკაში გენდერული უთანასწორობის გამოვლინებები და მიზეზები. თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, Vსართული)

11:00 თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ (კოსტავას ქ. #14) მწვანე ალტერნატივა წარმოადგენს ანგარიშს, 2014-2016 წლებში გარემოს დაცვის სექტორში,  ასოცირების შესახებ ხელშეკრულების და ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. შეხვედრის მიზანია გამოიკვეთოს, გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში მიღწეული შედეგები და ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულება.

11:00 სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ხელი მოეწერება “ლისი დეველოპმენტსა” და “ჰოლანდიის განვითარების ბანკს შორის” 12 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონიას „ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერი – Eowyn Teekens (ეიუინ თიქენს) დაესწრებიან. მისამართი: თბილისი მარიოტი, რუსთაველის ქ.13;

12:00 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში (კახეთის გზატკეცილი 45ა) დავით ბაქრაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

12:00 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, (ენერგოომბუდსმენი) წარადგენს 2016 წლის საქმიანობის მოკლე ანალიზს. პრეზენტაცია გაიმართება სემეკის სხდომათა დარბაზში. მისამართი მიცკევიჩის #19.

13:00 ბორჯომში დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დევნილ ოჯახებს ბინებს გადასცემს.
მისამართი: ბორჯომი, ვაშლოვანის ქ. N4

14:00 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ბათუმის ნავსადგურს ეწვევა, სადაც ადგილზე გაეცნობა ფოთის პორტიდან გადმომისამართებული გემების მიღების მიმდინარეობის პროცესს, ასევე დავით ხუციშვილი ბათუმის ნავსადგურის და საკონტეინერო ტერმინალის ხელმძღვანელობას შეხვდება.

14:00 სასტუმრო ,,რადისონში“  საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ეტაპების ჩატარების მიმდინარეობას და 2017 წლის სანტ მორიცის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას მიეძღვნება.

14:00 კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისმინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე,ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა გაუძღვებიან.

15:00 შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია. პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის  ქუჩა #9).

17:00 ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ფოთის პორტს ეწვევა, სადაც სტიქიურმა მოვლენებმა ფოთის ნავსადგურის  პარალიზება გამოიწვია,   მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნობა  ფოთის პორტში მიმდინარე სამუშაოებს. მისამართი: ბათუმის პორტის ადმინისტრაციული შენობა და ფოთის პორტის ადმინისტრაციული შენობა. საკონტაქტო პირი: საზღავაო ტრანსპორტის სააგენტო – ნანუკა აროშიძე 593 73 29 73

18:00 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 214 აუდიტორიაში გეორგი დერლუგიანის საჯარო ლექციებია გაიმართება. სალექციო თემაა: დასავლეთის აღზევება ჩვ.წ .1500-2020. ლექციის ფარგლებში განხილული იქნება შუა საუკუნეების გლობალიზაცია, მისი ტექნოლოგიური, სამხედრო და ეკონომიკური აღზევება, დასავლეთის გავლენების ზრდა. რა ვიცით მოდერნიზაციის პროცესის შესახებ ადამ სმიტის, კარლ მარქსის და მაქს ვებერის დროიდან მოყოლებული დღემდე? შეუძლია კი დასავლეთის პროგრესს იყოს კონკურენტუნარიანი და რამდენად სამუდამოა ის.

18.00 მწერალთა სახლში გაიმართება რევაზ ინანიშვილის საიუბილეო საღამო. საღამოზე გამოვლინდებიან რევაზ ინანიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები, გამოიფინება რევაზ ინანიშვილის ნამუშევრები და ჩატარდება საჯარო ლექცია. ი. მაჩაბლის N13

20:00 თბილისში, თავისუფლების მოედანზე სირიელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორებს სურთ, საქართელომ სირიელ დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი