მისი განმარტებით, ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ეს ბრძანება თბილისიდან გაიცა.
“ჭიათურიდან ჩამოვედით. დილის 7 საათიდან აქ ვართ. როცა რიგმა მოგვიწია, გამოგვიცხადეს, რომ დამატებითი სიები მოხსნილია. ახალი განცხადება დამაწერინეს და 16 ოქტომბერს დამიბარეს,”- განაცხადა თამაზ ჩინჩალაძემ.
მოგვიანებით ჩინჩალაძეებს და რამდენიმე ოჯახს ნება დართეს, პატიმარს შეხვედროდნენ. თუმცა, მათ გარდა, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომლებიც უშედეგოდ ცდილობენ ნათესავებთან შეხვედრას. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი მსურველთა დიდი რაოდენობაა.
აღნიშნულ საკითზე ოფიციალური კომენტარის მოპოვებას “ნეტგაზეთი” ციხის ადმინისტრაციიდან შეეცადა, თუმცა, უშედეგოდ. მათი თქმით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რის გამოც ვერ მიგვიღებენ.
ადგილზე მყოფების თქმით, ამ ეტაპზე ციხეში უკეთესი სიტუაციაა.
ერთ-ერთი პატიმრის მამამ პირად საუბარში აღნიშნა, რომ მისი შვილი შიმშილობს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დღეს 4 ციხის თანამშრომელი დააკავეს, ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან თანამშრომლები, რომლებიც წარსულში მათზე ძალადობდნენ.