“ნეტგაზეთის” უხეში გამოთვლით კი ეს თანხა სულ ცოტა 37 მილიონ ლარს შეადგენს.
მშობიარობის ფასი დღესდრეობით საქართველოში სხვადასხვაა – სამშობიაროს, მშობიარობის ფორმის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით.
მაგალითად, მშობიარობა მუცელკვეთის გარეშე და პაციენტის განთავსება 4- ადგილიან პალატაში დავით გაგუას კლინიკაში 650 ლარი ღირს.
ფასი მატულობს მანიპულაციების და პალატებში პაციენტების რაოდენობის მიხედვით ყველა სამშობიარო სახლში. ცალკე თანხა ღირს პერსონალური ექიმი, გაუტკივარება და ასე შემდეგ.
თუკი მშობიარობის მინიმალურ ღირებულებას, 650 ლარს 2011 წელს დაბადებულების რიცხვზე გავამრავლებთ, 37 709 100 ლარს მივიღებთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წელს 58 014 ბავშვი დაიბადა, 2010 წელს კი- 62 585.
სერგეენკოს თქმით, პირველი ივნისიდან საქართველოს ყველა მოქალაქე, “ვისაც მშობიარობა დასჭირდება, უზრუნველყოფილი იქნება ამ სერვისის ანაზღაურებით, ანუ ეს იქნება პოლისის შემადგენელი ნაწილი”.
