ახალი ამბები

Man-ის ფირმის ავტობუსები იანვრიდან თბილისის N51 მარშრუტზეც იმუშავებს

19 დეკემბერი, 2016 • 4839
Man-ის ფირმის ავტობუსები იანვრიდან თბილისის N51 მარშრუტზეც იმუშავებს

Man-ის ფირმის  15 ახალი ავტობუსი იანვრიდან N51 ხაზზე მომუშავე ავტობუსებს ჩაანაცვლებს. ავტობუსები თბილისში, გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის საბურთალოსა და ვაკის გავლით სტუდქალაქამდე იმოძრავებს. იანვრის ბოლოდან კი დედაქალაქში ამავე მარკის კიდევ 10 ავტობუსი ჩამოვა, რომლებიც “ბოგდანის” ფირმის ავტობუსების ნაცვლად N37 მარშრუტზე, სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებს.

მთლიანობაში, აპრილიდან თბილისში Man-ის ფირმის 143 ავტობუსი იმოძრავებს, რომლებიც  ჩაანაცვლებს არსებულ ყვითელ ავტობუსებს. მას შემდეგ კი, რაც “ბოგდანის” ფირმის ავტობუსებს ტექნიკური შემოწმება და რემონტი ჩაუტარდება, ისინი იმ მარშრუტებს დაემატება, რომლებზეც ავტობუსების განსაკუთრებით მწვავე ნაკლებობაა.

იანვრიდან თბილისში Man-ის ფირმის კიდევ 15 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

იანვრიდან თბილისში Man-ის ფირმის კიდევ 15 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

Man-ის ფირმის თორმეტმეტრიანი ავტობუსები შშმ პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის არის ადაპტირებული. ავტობუსები სპეციალური პანდუსებითაა აღჭურვილი. თბილისში ამ ფირმის 10 ავტობუსი სექტემბრიდან უკვე N61 მარშრუტზე მოძრაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი