ახალი ამბები

ამომრჩეველთა კოლეგია დღეს აშშ-ის პრეზიდენტს აირჩევს

19 დეკემბერი, 2016 • 2251
ამომრჩეველთა კოლეგია დღეს აშშ-ის პრეზიდენტს აირჩევს

ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრი 19 დეკემბერს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ოფიციალურად დაამტკიცებს.

ამერიკის 50 შტატისა და კოლუმბიის წარმომადგენლები, რომლებიც შტატში გამარჯვებულმა კანდიდატმა შეარჩია, ხმის მიცემის პროცედურაში მიიღებენ მონაწილეობას, რითაც ოფიციალურად დასრულება არჩევნები. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, 46%-ით ოფიციალურად აირჩევა. მისი ინაუგურაცია კი იანვარშია დაგეგმილი.

ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით, დაახლოებით 3 მლნ ხმით, ჰილარი კლინტონმა ტრამპი დაამარცხა, თუმცა, აშშ-ის საარჩევნო სისტემის მიხედვით, კანდიდატი ამომრჩეველთა კოლეგიისაგან მიღებული ხმებით იმარჯვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი