ახალი ამბები

17 დეკემბრის დილის 9 საათამდე დიღმის, ვაშლიჯვრისა და ზაჰესის ნაწილს წყალმომარაგება შეუყდება

16 დეკემბერი, 2016 • 5012
17 დეკემბრის დილის 9 საათამდე დიღმის, ვაშლიჯვრისა და ზაჰესის ნაწილს წყალმომარაგება შეუყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო ზაჰესის, ვეძისისა და ვაშლიჯვრის დასახლებებს 17 დეკემებერს წყალმომარაგება შეუყდება.

17 დეკემბრის, დილის  09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებსა და დასახლებებს:

ზაჰესში

[crosslist]

  • გრ.ხანძთელის
  • სხვიტორის
  • კასკადის
  • ქოშიგორას
  • ფერაძის

[/crosslist]

დიღომში

[crosslist]

  • სასოფლოს დასახლების ნაწილს
  • ამერიკის საელჩოს დასახლებას
  • დიდ დიღომს
  • დიდ დიღომის მიმდებარე კერძო დასახლებას და ქუჩებს
  • სოფელი დიღმის ქუჩების ნაწილს
  • ტოიოტას მიმდებარე ახალ დასახლებას,
  • საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას.
  • ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას და ვაშლიჯვრის ქუჩების ნაწილს.
  • დიღმის მასივის, I კვ-ის N10 -N12 კორპუსებს,
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიმდებარე დასახლებას და ქუჩებს.
  • ბენდუქიძის და ზემო ვეძისის დასახლებებს.

[/crosslist]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე, მარკეტ ,,ბრიკორამასთან“, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 900-მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ქსელი დაზიანდა.

კომპანიის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. აღნიშნული დაზიანება მაღალი ძაბვის არეალშია, რის გამოც აღდგენითი სამუშაოების წარმოება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას მოითხოვს.

დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები რამდენიმე  საათის განმავლობაში  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, აცხადებს კომპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი