ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი დოლართან მიმართებაში 1,5 თეთრით გაუფასურდა

16 დეკემბერი, 2016 • 3879
ლარი დოლართან მიმართებაში 1,5 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში 1,5 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში თითქმის 0,5 თეთრით გაუფასურდა. 17 დეკემბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6837 ლარი იქნება, ხოლო ერთი ევრო 2.8050 ლარი ეღირება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 16 დეკემბრის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი 2.6686, ხოლო ერთი ევრო 2.8004 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი