ახალი ამბები

ცესკო მიღებული დადგენილების გადახედვის საკითხზე იმსჯელებს

25 სექტემბერი, 2012 •
ცესკო მიღებული დადგენილების გადახედვის საკითხზე იმსჯელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, 7 საათამდე შეატყობინებს მედიის წარმომადგენლებს ინფორმაციას, გადახედავენ, თუ არა 24 სექტემბერს მიღებული იმ დადგენილების გაუქმების საკითხს, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებს არჩევნების დღეს ფოტო–ვიდეოგადაღება მნიშვნელოვნად ეზღუდება. 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა და ჟურნალ “ლიბერალის” მთავარი რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა შეხვედრის დროს, ჟურნალისტების სახელით, აღნიშნული დადგენილების გაუქმება მოსთხოვეს. რაზეც ცესკოს თავმჯდომარის პასუხი იყო, რომ ცესკოში ამაზე იმსჯელებენ კომისიის სხვა წევრებთან ერთად და დღეს, 7 საათზე მათი გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ეს დადგენილება არ გაუქმდება, ჟურნალისტებს ხვალ სასამართლოში გასაჩივრება შეეძლებათ. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 საათზე აღნიშნული დადგენილების გაუქმების მოთხოვნით ცესკოსთან ჟურნალისტების აქცია დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი