დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვით, სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე აქციზის საფასური ძვირდება.
“საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტს პარლამენტმა 103 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
ინიციატივის მიხედვით, ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად გამოიწვევს ავტომანქანების გაძვირებას. ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ. ასევე, ძვირდება თამბაქოს აქციზის საფასური და აზარტული თამაშის მოსაკრებლის რაოდენობა.