ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტის სხდომებს შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს

15 დეკემბერი, 2016 • 33468
“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტის სხდომებს შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს
“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტს შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს და სხდომებში მონაწილეობა არ მიიღოს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა განაცხადა.
14 დეკემბერს პარლამენტმა  მუდმივმოქმედ დელეგაციებზე დადგენილება მიიღო, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის განსაზღვრა დაევალა. ირმა ინაშვილის განცხადებით, თუ ისინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში არ იქნებიან წარმოდგენილი, პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებენ:
,,პრობლემა იმაშია, რომ შემოთავაზებული მუდმივმოქმედი დელეგაციებიდან ჩვენთვის არც ერთია მისაღები. პრაქტიკულად  ევროპულ ნაწილში არსად ვართ წარმოდგენლი. როცა შენი პარლამენტის ოპიზიციის ნაწილი არ გყავს წარმოდგენილი  დელეგაციებში, ეს პოლიტიკური დისკრიმინაციაა. ჩვენ არ ვართ წარმოდგენილები ეუთოში,  რაც ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა.  პრაქტიკულად გვეუბნებიან, რომ არც ერთ ევროპულ საერთაშორისო დელეგაციაში ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი. “
ინაშვილის განცხადებით, თუ მათ ფრაქციას  არ ექნება ევროპულ დელეგაციებში მონაწილეობის უფლება, არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტის სხდომებზე დასწრებას:
“ახლა ვყალიბდებით იმაზე, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტის რეჟიმი და არ მივიღოთ მონაწილოება პარლამენტის სხდომებში, ვიდრე ჩვენი საკითხი დადებითად არ გადაწყდება,” აღნიშნა ირმა ინაშვილმა
საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებით, დელეგაციებში  53 ძირითადი დეპუტატი იქნება, რომელთაგან 40 დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იქნება; 10 დეპუტატი საპარლამენტო უმცირესობის წევრი, 2 დეპუტატი- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”, ხოლო   1 – დამოუკიდებელი დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი