ახალი ამბები

ტუღუში: პატიმართა წამების ფაქტებს დამოუკიდებელი ჯგუფი გამოიძიებს

25 სექტემბერი, 2012 • • 1207
ტუღუში: პატიმართა წამების ფაქტებს დამოუკიდებელი ჯგუფი გამოიძიებს

მინისტრის ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფს დააფინანსებს სახელმწიფო: “ამ ჯგუფს  ექნება დიდი მანდატი. ჯგუფი დაკომპლექტდება დამოუკიდებელი  და მიუკერძოებელი ადამინებით. ჯგუფს უფლება ექნება, საჯარო გახადოს თავისი დასკვნები. დაიცავს მსხვერპლთა დაცვის სტანდარტი.”

ტუღუშის ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფის წევრები იქნებიან: “პარლამენტის კომიტეტის წევრი, სასჯელაღსრულები მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ადვოკატი, პროკურორი, რომლის მანდატშიც არ ყოფილა ამგვარი საქმეების წარმოება. შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საგამოძიებო კონსულტანტის რანგში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები. ჯგუფი გადაწყვეტილებებს მიიღებს სხდომაზე, შინაგანაწესით განსაზღვრული წესით.“

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო ჯგუფი შეიქმენება 10 დღის ვადაში და უზრუნველყოფილი იქნება მისი მანდატის ადეკვატური მატერიალური და ტექნიკური რესურსით, ყველა ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების მინისტრმა  მედიას მოუწოდა, რომ პატიმართა წამების და არადამიანური მოპყრობის შესახებ ვიდეომასალა აღარ გაავრცელოს: 

 “კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, რომ თავი შეიკავოს იმ კადრების გავრცელებისგან, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ.  თუ სურვილი აქვთ, რომ ეს ფირები კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს და არსებობდეს დამატებითი მტკიცებულება,  თუნდაც ანონიმურად ან საჯაროდ, აქვთ საშუალება, მასალა  მიაწოდონ ან მთავარ პროკურატურას, ან სასჯელაღსრულების სამინისტროს.” 

 ტუღუშის განცხადებით, გავრცელებული კადრების გარდა, გამოდის ინფორმაცია, რომ სასჯელაღრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა ასევე წამების, სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის სხვა მეთოდების გამოყენებასაც: ” ამაზე არსებობს გარკვეული მტკიცებებულები და ცნობილია ის პირები, ვინც ჩადიოდნენ ამ უმსგავსობებს.” 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი