01:00 დაახლოებით 20 წუთის წინ დააკავეს სანდრო ცაგარელი, რომელიც გახლავთ “ლაბორატორია 1918”-ის წევრი. აღნიშნული გაერთიანება კი არის სტუდენტური საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, რომელიც ბოლო დღეებში მთელი თბილისის მასშტაბით იმართება.
“ლაბორატორია 1918”-ის წარმომადგენელი სალომე დანელია “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ სანდრო ცაგარელის დაკავება პოლიციის მიერ თსუ-ს მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ცაგარელი შინ მიდიოდა და ტაქსს აჩერებდა, რა დროსაც პატრულის მანქანა მივიდა და ის მანქანაში ჩატენეს. შემთხვევას ჰყავს ორი თვითმხილველი.
ამ დროისთვის სანდრო ცაგარელის ადგილსამყოფელის შესახებ მის ახლობლებს ინფორმაცია არ აქვთ.