“თუ ბოდიშია მოსახდელი, მოვიხდი და თუ არაა მოსახდელი ბოდიში, არ მოვიხდი, იმიტომ, რომ ბოდიშის მოხდა ყველაზე დიდი ვაჟკაცობაა. მე გაგცემთ ასეთ პასუხს, რომ ჩვენს ახალგაზრდობაში ცოტა სხვანაირ სახელებს არქმევდნენ ამა თუ იმას, უბრალოდ, შეიძლება, მე ვერ შევარჩიე ლაპარაკის დროს სწორად. მე იმ სფეროში ვმოღვაწეობდი, სადაც ესეთი ადამიანები ძალიან ბევრნი იყვნენ და ერთი თუ მოუვა ვინმეს, 16 წლიდან ვარ კინოსტუდია “ქართულ ფილმში”, ხელოვნებასა და სპორტში, ერთი თუ მექნება ბრალი, რომ მე ან რამე დამეჩაგროს, ან ხელი გამერტყას, ან არ ვღებულობდი, ან რაღაც… რატომ აგორებენ ასეთ თემებს? იმიტომ, რომ ჯაჭვლიანზე ეტყობა სხვას ვერაფერს ვერ ნახავენ”, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი, კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში.