ახალი ამბები

როგორ აპირებს ივანიშვილი არჩევნებამდე მხარდამჭერთა დაცვას

25 სექტემბერი, 2012 •
როგორ აპირებს ივანიშვილი არჩევნებამდე მხარდამჭერთა დაცვას

როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი, მხარდამჭერებისა და აქტივისტების დაცვას არჩევნებამდე, მაშინ, როდესაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ადმინისტრაციული წესით მისი რამდენიმე მხარდამჭერი უკვე გასამართლდა? – ნეტგაზეთის ამ შეკითხვას ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს უპასუხა. 

 

“ძირითადი პრობლემა – ეს არის ჩვენი ამომრჩევლების დაცვა, რასაც ვერ ვახერხებთ. დამატებითი მექანიზმი, გარდა იმისა, რომ ადვოკატები გვყავს, ხმას ვიღებთ, ვსაუბრობთ ამაზე და საერთაშორისო თანამეგობრობას ვაცნობებთ, არ გვაქვს. ეს ბოლო სამი დღეა გაამკაცრეს, რომ როგორმე თავისი ძალადობის მანქანა შემოაბრუნონ. არაფერიც არ გამოუვათ. ამას ყველაფერს იღებენ, ჩადიან დამკვირვებლები, და ეს ყველაფერი უკან შემოუბრუნდებათ. მე ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, მოთმინებით მოეკიდონ, ერთი კვირაღა დარჩა და გავუძლოთ ამ ძალადობის მანქანას. მოვალთ ჩვენ და მოვიტანთ სიმშვიდესა და თავისუფლებას ქვეყანაში.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი