ურეკში, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის სახლთან ურეკის ასამდე მცხოვრებია შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ ბოლო საათებში ურეკში, დუმბაძის ქუჩაზე, სადაც ივანიშვილების სახლია, აქტიურად გადაადგილდებოდა პოლიცია, რასაც სხვა დროს ადგილი არ ჰქონია.
ურეკში ამბობენ, რომ პოლიციის გამოჩენა შესაძლოა უკავშირდებოდეს ადიკო ივანიშვილის ვაჟს, ემზარ ივანიშვილს, რომელსაც, შსს -ს მიერ გავრცელებული მასალის მიხედვით, შესაძლოა საჯარო მოხელის მოსყიდვაში დაედოს ბრალი.





