ახალი ამბები

გლდანის ციხეს პატრული ეტაპობრივად ტოვებს

24 სექტემბერი, 2012 •
გლდანის ციხეს პატრული ეტაპობრივად ტოვებს

ამ დროისთვის პატრული ძირითადად ციხის ადმინისტრაციულ ნაწილში რჩება.

 

როგორც ერთ–ერთმა ადვოკატმა, მაია ჯულაყიძემ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის მონახულების შემდეგ განაცხადა, ციხეში მშვიდი სიტუაციაა, თუმცა პატიმრები ისმენენ მუქარას, რომ პატრულის დატოვების შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდება.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ციხის პირველ კორპუსში კვლავ რჩებიან ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები და დაპირების მიუხედავად, ისინი საავადმყოფოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი