ახალი ამბები

არასრულწლოვან მსჯავრდებულებს რადიომიმღებები გადასცეს

24 სექტემბერი, 2012 •
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს რადიომიმღებები გადასცეს

22 სექტემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი გიორგი ტუღუში პირადად იმყოფებოდა აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც შეხვდა და ესაუბრა არასრუწლოვან მსჯავრდებულებს. სწორედ ამ შეხვედრის დროს მათ გამოთქვეს საკნებში რადიომიმღებების ქონის სურვილი. მინისტრი მათ დაპირდა, რომ საკითხს უახლოეს დღეებში გადაწყვეტდა.

 

ამ დროისათვის ყველა საკანში, სადაც არასრულწლოვნები არიან განთავსებულნი, არის რადიომიმღები.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტრო ყურადღებით ეკიდება ყველა მსჯავრდებულის საჭიროებას და ეტაპობრივად მოაწესრიგებს ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი