ამასთანავე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ ამომრჩეველთა საბოლოო ერთიანი სია გადასცა. საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3, 613, 851 შეადგინა.
სიაში, რომელიც თვენახევრის წინ გამოაქვეყნა ცესკომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიაზე დაყრდნობით, რეგისტრირებული იყო 3.621.256 ამომრჩეველი.
შეგახსენებთ, რომ წინა, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3.544.770 შეადგინა.





