ახალი ამბები

ქართული ოცნება: შსს-მ დაიწყო ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება

24 სექტემბერი, 2012 •
ქართული ოცნება: შსს-მ დაიწყო ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება

კოალიცია ამ ეტაპზე დეტალების შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან მიაჩნიათ, რომ “საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია”:

 

“ხელისუფლება დაკავებულია ფალსიფიცირებული სერიალის შეთხზვით, რომლის გაგრძელება სავარაუდოდ მრავალჯერ ნანახი “სცენარების” გამეორება იქნება.

 

სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ იარაღად პოლიტიკურ ოპონენტებთან და ქართველ ხალხთან ბრძოლაში.

 

ამ ძალადობრივ პოლიტიკას წერტილი დაესმევა 1 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი დაასრულებს მოძალადე რეჟიმის არსებობას და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდება წესრიგი და სამართლიანობა”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, დღეს შსს-მ გაავრცელა ვიდეომასალა და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გამოავლინეს საჯარო მოხელეების მოსყიდვის ფაქტები. შსს-ს ცნობით ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი მონაწილეობდა, რომელიც ამ დროისთვის პოლიციას არ დაუკავებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი