დღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება, რომ ის დააკვირდება 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ორგანიზაციის დელეგატები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან იორდანიიდან, ლიტვიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან, არჩევნების დღეს დააკვირდებიან ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურებს მთელი საქართველოს მასშტაბით. არჩევნების დღის შემდეგ კი ორგანიზაცია გააკეთებს წინასწარ განცხადებას არჩევნების მონიტორინგის მიგნებებთან დაკავშირებით.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციას უხელმძღვანელებენ აშშ-ის კონგრესმენები დევიდ დრაიერი და ქეი გრეინჯერი, რომლებიც ასევე არიან ორგანიზაციის (IRI) დირექტორთა საბჭოს წევრები. მისიაში მონაწილე დელეგატების სია კი ასე გამოიყურება:
- თარვათ ალ-ამრო, ყოფილი პარლამენტარი იორდანიაში, რომელიც წარმოადგენდა კარაკის გუბერნიის მეორე ოლქს;
- ვიქტორ ეში, ყოფილი აშშ-ის ელჩი პოლონეთში, მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს წევრი;
- სუზან ქორქი, „თავისუფლების სახლის“ (Freedom House) ევრაზიის პროგრამების დირექტორი;
- ანა ფოტიგა პოლონეთიდან, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი;
- ევა გუსტავსონი შვედეთიდან, „იალ ჰალმარსონის ფონდის“ გენერალური დირექტორი;
- ბერი ჯექსონი, სპიკერ ჯონ ბოენერის უფროსი მრჩეველი;
- მეთ ლეფინგველი, აშშ-ის კონგრესმენის ქეი გრეინჯერის შტაბის უფროსი;
- რეიჩელ ლემანი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კანონის კომიტეტის, პოლიტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების თანამშრომელთა დირექტორის მოადგილე;
- ეირიკ მოენი ნორვეგიიდან, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის აღმასრულებელი მდივანი;
- მარიჯუს პეტრუსონისი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე მდივანი;
- რობერტ თომასი გაერთიანებული სამეფოდან, კონსერვატიული პარტიის საერთაშორისო ოფისის მრჩეველი;
- ბრედ სმიტი, აშშ-ის კონგრესმენის დევიდ დრაიერის შტაბის უფროსი;
გარდა დელეგატებისა, მისიაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლებიც, რომლებიც დახმარებას გაუწევენ დელეგატებს. ორგანიზაციის წარმომადგენლებს უხელმძღვანელებენ: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი ლორნ კრანერი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონალური დირექტორი სტეფან ნიქსი.
არჩევნების წინ დელეგატები ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას მიიღებენ აშშ-ის საელჩოსაგან, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისაგან. ისინი ასევე მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საერთაშორისო დამკვირვებლების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ბრიფინგების შემდეგ დელეგატები გაემგზავრებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და უშუალოდ დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს საარჩევნო უნებზე. ისინი აღმოაჩენენ და შეაფასებენ საქართველოს საარჩევნო სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს; ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე როგორებიცაა კამპანიის რეგულაციები, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და ანგარიშგების პროცესები.
გარდა საერთაშორიო დელეგატებისა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი უკვე აკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს ორგანიზაციის 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით. დამკვირვებლები აკვირდებიან სხვადასხვა პარტიების მიერ წარმოებულ კამპანიებს, ამომრჩეველთან შეხვედრებსა და სხვა წინასაარჩევნო საქმიანობებს. ექვს ყველაზე დიდ რეგიონულ ცენტრში დამკვირვებლები იმყოფებიან 18 ივლისიდან, ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ/არიან პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან მუდმივ კონტაქტზე, რათა დროუალად მოეხდინათ/მოახდინონ ისეთი პოტენციური პრობლემ/ებ/ის იდენტიფიცირება და მიწოდება ორგანიზაციის ცეტრალური ოფისისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ღია და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში. ეს ჯგუფი დამატებით ძალისხმევას შეიტანს ორგანიზაციის არჩევნების დღის მონიტორინგში, რათა კიდევ უფრო ნათლად იქნას აღქმული ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო.
1983 წლიდან საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს განხორციელებული აქვს 150-ზე მეტი არჩევნების მონიტორინგი მსოფლიოს 46-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო და 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოში.