შსს ასევე ავრცელებს ფარულ ვიდეოჩანაწერებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ფულის სანაცვლოდ კონკრეტულმა მოხელეებმა უნდა მიაწოდონ ფარულად გადაღებული ვიდეომასალები, ასევე, გააკეთონ განცხადებები გადადგომის თაობაზე არჩევნებამდე 3-4 დღით ადრე.
შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან: გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს.
“იმის გამო, რომ ერთ-ერთ მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებულ მასალას შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას”, – აცხადებენ შსს-ში.