10:00 – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომა.
12:00 – საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენალური სხდომა.
15:00 – ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები,არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი ავტომობილებზე, საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაძვირებას გაპროტესტებენ.
15:00 – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 14 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს.