ახალი ამბები

“ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

13 დეკემბერი, 2016 • 3571
“ისლამური სახელმწიფოს” რიგებში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

ტერორისტული გაერთიანება “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მებრძოლი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა არ აზუსტებს, თუ სად დაიღუპა ბაღაკაშვილი. ადგილობრივი მედიასაშუალება “რადიო ვეის” ცნობით, ის სირიაში დაიღუპა, ოჯახმა მომხდარის შესახებ 13 დეკემბერს გაიგო.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, რამზან ბაღაკაშვილი 2015 წლის 2 აპრილს მისზე ორი წლით უმცროს მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა სირიაში. ისინი მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ. შსს-ის ინფორმაციით, სხვა ბრალდებებთან ერთად, სწორედ მათი გადაბირების გამო დააკავეს გასულ წელს აიუფ ბორჩაშვილი, რომელსაც თბილისის სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2012 წლიდან სირიასა და ერაყში სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების 25-ზე მეტი წევრი უკვე დაიღუპა საქართველოდან. წაიკითხეთ “ნეტგაზეთზე” — რა ვიცით მათ შესახებ, ვინ იყვნენ პირველი მებრძოლები ერაყსა და სირიაში საქართველოდან, რა საერთო ნიშნები ჰქონდათ მათ და ა.შ – “ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დაღუპული მებრძოლები საქართველოდან“.

რუკაზე თეთრად: ერაყი და სირია

რუკაზე თეთრად: სირია და ერაყი

მასალების გადაბეჭდვის წესი