ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმართა სოლიდარობაზე

23 სექტემბერი, 2012 • 1051
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმართა სოლიდარობაზე
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად პატიმართა გარკვეული ნაწილი საქართველოს რამოდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების მსხვერპლი პატიმრების სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს. 
 
 
“აღვნიშნავთ, რომ პატიმრებს სრული უფლება აქვთ, მიმართონ კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერ ფორმას პროტესტის ან სოლიდარობის გამოსახატად. კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტრო გაგებით ეკიდება სოლიდარობის აქციას.
 
ყველა იმ პატიმარს, რომელიც აცხადებს შიმშილობას, უშუალოდ ხვდებიან სასჯელაღსრულების სისტემის უფლებამოსილი თანამშრომლები, რათა დადგინდეს შიმშილობის მიზეზი და თუ მოთხოვნა კანონშესაბამისია და განეკუთვნება სამინისტროს  გადასაწყვეტ საკითხთა კატეგორიას, დაუყოვნებლივ ხდება სათანადო მითითებების გაცემა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
 
ამავდროულად, ყველა იმ პირთან, რომელიც ადმინისტრაციასთან ოფიციალურად განაცხადებს შიმშილობის დაწყების შესახებ, ხდება ექიმის კომუნიკაცია და უწესდება სამედიცინო მეთვალყურეობა შიმშილობის შედეგად ჯანმრთელობისათვის მინიმალური ზიანის მიყენების უზრუნველსაყოფად. იმედს გამოვთქვამთ, რომ პატიმართა მიერ სოლიდარობის აქცია შიმშილობის ფორმით მალე დასრულდება და არ გამოიწვევს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას,”- აცხადებენ სამინისტროში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი