ახალი ამბები

ანონსი – 13 დეკემბერი

13 დეკემბერი, 2016 • 4250
ანონსი – 13 დეკემბერი
11:00 საათზე “პირველი”-ს პრესკლუბში ექსპერტი ლაშა ძებისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს
თემა:  მოულოდნელი ტერაქტების სერია, საერთაშორისო და კერძოდ კავკასიის რეგიონისთვის მოსალოდნელი საფრთხეები.  მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 – თამთა კალანდაძე


18:30 საათზე, ლურჯი ფარის ორგანიზებით, გაიმართება მრგვალი მაგითა თემაზე “ისლამური ძეგლები სამცხე-ჯავახეთში: დაკარგული ისტორია”. მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთში არსებული მეჩეთების მდგომარეობისა და მათ წინაშე არსებული რისკების შესახებ. საუბარი შეეხება მოსახლეობისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებებზე, რაც საბოლოოდ გამანადგურებელი შეიძლება აღმოჩნდეს დიდი კულტურულ/ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებისთვის. მისამართი: ა. წერეთლის N 72, II სართული


11საათზე საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში ბრიფინგს გამართავს ,რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ოქროს მაღაროს აფეთქების ორი წლის თავს მიეძღვნება. კომიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს, რომელიც ყოველი წლის 13 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცემათ ამ მხრივ გამორჩეულ პირებს და ორგანიზაციებს. 2016 წლის „ოქროს უროს“ პირველი ნომინანტი 13 დეკემბერს დასახელდება.


09:00 საათზე იუსტიციის სახლის მესამე სართულზე (თბილისი, სანაპიროს ქ.2)   „განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი 21 საუკუნისათვის“ REN21-ისადა ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) ერთობლივი ორგანიზებითა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით  გაიმართება მაღალი დონის შეხვედრა თემაზე:

“საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ახალი შესაძლებლობები”


2.00 საათზე,  მირზა გელოვანის სახელობის თბილისის ბიბლიოთეკაში(თბილისი, ვაჟაფშაველას N 99) საქართველოში  პირველი  ინტერნეტსერვის ცენტრი (Information Access Center – IAC) იხსნებარომელიც აღჭურვილია ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის უსინათლოთათვის განკუთვნილიბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და მათთვის და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის საჭირო ყველასხვა ტექნიკური აღჭურვილობით.


09:30 საათი, სასტუმროში ,, Hotel Holiday Inn“  გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ,,კორუფციასთან ბრძოლა მართლმსაჯულების სისტემაში/იურიდიული პროფესიის თვითმმართველობა


 

მასალების გადაბეჭდვის წესი