ახალი ამბები

სუბარი: 25 სექტემბერს ხელისუფლება ‘ოცნების’ წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებს

23 სექტემბერი, 2012 • 900
სუბარი: 25 სექტემბერს ხელისუფლება ‘ოცნების’ წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებს

სუბარი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მისი თქმით, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტის მიხედვით,  თბილისში ხელისუფლებამ ოცამდე ბინა იყიდა, კონკრეტულად ბაჩო ახალაის მითითებით, ბინებში შეზიდეს დიდი რაოდენობით იარაღი,  რომ შემდგომ თქვან,  თითქოს “ქართული ოცნება” აპირებს არეულობის მოწყობას.

 

სუბარის განცხადებით, შსს–ს გადამდგარი მინისტრი ბაჩო ახალაია გუშინ  ნორიოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის საწვრთნელ ბაზაზე გიორგი უდესიანთან ერთად იმყოფებოდა. 

 

“საინტერესოა, გადამდგარ მინისტრს რა ესაქმებოდა საწრთვნელ ბაზაზე, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება რაღაცას გეგმავს.”

 

რაც შეხეება მეორე ვარიანტს, სუბარის განცხდებით, კუდს დავალებული აქვს, რომ ყველა თავისი აგენტი გააფრთხილოს, საქმეში ჩართოს პრობაციონერები და ე.წ. არქივის აგენტები, იგივე კუდის ყოფილი აგენტები.

 

“ამ ადამიანებმა უნდა შეძლონ რამენაირად “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანება  და შემდგომ გააკეთონ ფარული ჩანაწერები, თუ როგორ თავაზობენ ისინი ფულს ვიღაცას, ასეთი დაახლოებით 100-ზე მეტი ვიდეომასალა შეიძლება გავრცელდეს. ვიმეორებ, ყველა ის შემთხვევა, რაც შეიძლება გამოვლენილი იქნას, არის კუდის აგენტების მიერ პროვოცირებული”.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ დღეებში საქართველოს მოსახლეობა გაიგებს, თუ “ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და როგორ აპირებს საქართველოში თავისი წესრიგის დამყარებას”.,

მასალების გადაბეჭდვის წესი