ახალი ამბები

იუსტიციის სახლთან 6 სტუდენტი შიმშილობს

23 სექტემბერი, 2012 •
იუსტიციის სახლთან 6 სტუდენტი შიმშილობს

ერთ-ერთი სტუდენენტის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, აღნიშნული პირები აქციების მუხტის ჩასახშობად დააკავეს.

 

იუსტიციის სახლის წინ 6 სტუდენტი შიმშილობს: გიორგი კვარაცხელია, შოთა კაპანაძე, უჩა კანდელაკი, ვაჟა ქორიძე, აკაკი რობაქიძე, გიორგი ფაცაცია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უფლედამცველი დაჩი ცაგურია გუშინ იმის გამო დააკავეს, რომ არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და შუერაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს.

მისი თქმით, დაჩი ცაგურია მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას პოლიციამ მანქანის გაჩერება მოთხოვა, თუმცა, ცაგურია არ დაემორჩილა მოთხოვნას, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.

 

“თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს, რომ უფლედამაცველი დაჩი ცაგურია, რომელიც ორგანიზებას უწევდა საპროტესტო აქციებს – “არ აწამო”, მას შემდეგ, რაც პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ელბაქიძის დაღამრთზე მიდიოდა, როდესაც მას 4 მანქანა გადაეღობა და გაიტაცეს გაურკვეველი მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, ფილარმონიასთან აქციის დასრულების დროს დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი