ნეტგაზეთი | ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა – Netgazeti

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 13 დეკემბრიდან ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში თითქმის სამი თეთრით გაუფასურდება. ხვალიდან 1 აშშ დოლარი 2.6154 ლარი ეღირება, ხოლო 1 ევროს ფასი 2.7713 ლარამდე გაიზრდება.

კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ახალი მონაცემებით, 13 დეკემბერს ლარი დოლართან მიმართებაში 0.0267 პუნქტით, ხოლო ერთი ევროსთან მიმართებაში 0.0239 პუნქტით გაუფასურდება.

დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.5887 ლარია, ხოლო ერთი ევრო 2.7474 ლარი ღირს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.