ტექნოლოგიური უნივერსიტეტში დღეს დილიდან გამოჩნდა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი, ასევე, სტუდენტები ქუთაისის უნივერსიტეტიდან, კავკასიის უნივერსიტეტიდან, სკოლის მოსწავლეები, რომელთა ნაწილსაც „ნაციონალური მოძრაობის“ 5– ნომრიანი მაისურები აცვიათ.
დღეს უნივერსიტეტის გახსნას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მდუმარე აქციით აპროტესტებდნენ. მათი თქმით, საპროტესტო აქციების ფონზე, რაც საქართველოში პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებას მოჰყვა, ახალი უნივერსიტეტის გახსნა დაცინვაა. „არა ძალადობას”, „არა სიყალბეს” – მსგავსი ტრანსპარანტებით ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ჯერ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან, შემდეგ კი ახალ, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დასრულებულა.