მისი თქმით, დაჩი ცაგურია მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას პოლიციამ მანქანის გაჩერება მოთხოვა, თუმცა ცაგურია არ დაემორჩილა მოთხოვნას, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ცაგურიას დაკავებას არაფერი აქვს საერთო გუშინ, იუსტიციის სახლთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან, რის შემდეგაც 4 ადამიანი იქნა დაკავებული.
“თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს, რომ უფლედამაცველი დაჩი ცაგურია, რომელიც ორგანიზებას უწევდა საპროტესტო აქციებს – “არ აწამო”, მას შემდეგ, რაც პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ელბაქიძის დაღამრთზე მიდიოდა, როდესაც მას 4 მანქანა გადაეღობა და გაიტაცეს გაურკვეველი მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ფილარმონიასთან აქციის დასრულების დროს დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. ის გუშინ აქციიდან სახლში ტელევიზიის წარმომადგენელთან ერთად წავიდა. აქცია ფილარმონიასთან დღეს, 17:00 საათზე უნდა განახლდეს.