ახალი ამბები

აფეთქების გამო სტამბოლში საქართველოს საკონსულომ ცხელი ხაზი აამუშავა

11 დეკემბერი, 2016 • 11613
აფეთქების გამო სტამბოლში საქართველოს საკონსულომ ცხელი ხაზი აამუშავა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი (+90 541) 818 44 00, ასევე, 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

სამინისტროს ცნობით, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

10 დეკემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე, სტამბოლში ორი აფეთქება მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 20-მდე ადამიანი, დაღუპულთა შესახებ თბილისის დროით 12:40 საათისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც თურქული NTV იუწყება, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის” მოედანთან ახლოს მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, CNN Turk კი აცხადებს, რომ, შესაძლოა, თავდასხმის ობიექტი სტადიონი ყოფილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი