სტამბულში, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის” მოედანთან ახლოს ორი აფეთქება მოხდა თბილისის დროით 10 დეკემბერს, დაახლოებით თორმეტის ნახევრისათვის. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 20-მდე ადამიანი, დაღუპულთა შესახებ თბილისის დროით 12 საათისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც თურქული NTV იუწყება, მოედანთა სამანქანო ბომბი აფეთქდა, CNN Turk-ი კი ამბობს, რომ, შესაძლოა, სტადიონი თავდასხმის ობიექტი ყოფილიყო.
[Update:] სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფერთქებასთან დაკავშირებით,საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი (+90 541) 818 44 00, ასევე, 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50 – იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
#BREAKING: 2 massive Explosions near Taksim square #Istanbul, smoke rising after loud boom pic.twitter.com/K0gDdd9eDo
— Amichai Stein (@AmichaiStein1) December 10, 2016
First pictures are arriving from blast site in #istanbul #attack #explosion pic.twitter.com/ezOOLvXdxS — JeanPhi (@jeanphi01) December 10, 2016