ახალი ამბები

წამების წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს

22 სექტემბერი, 2012 •
წამების წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს

ჯიშკარიანის ცნობით, დაჩი ცაგურია, მეგობართან – ბექა ალადაშვილთან ერთად, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ელბაქიძის დაღმართზე მიდიოდა, როდესაც მას 4 მანქანა გადაეღობა და გაიტაცეს გაურკვეველი მიმართულებით.

 

“სავარაუდოდ, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენებენ ბრალს გუშინ იუსტისციის სახლთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი მოვლენების დროს. როგორც წესი, ჩვენ როცა გვაკავებენ ხოლმე, 4 საათის განმავლობაში არ გვაჩევნებენ არავის და მიმდინარეობს ზეწოლა, რომ მოვაწეროთ ხელი ოქმს. სავარაუდოდ, დაჩის 4 საათის შემდეგ გამოაჩენენ სასამართლოში,” – აცხადებს ჯაბა ჯიშკარიანი.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას, დაკავებული ჰყავს თუ არა პოლიციას დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი, თუმცა შსს-ს პრესსამსახური სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ფილარმონიასთან აქციის დასრულების დროს დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. ის გუშინ აქციიდან სახლში ტელევიზიის წარმომადგენელთან ერთად წავიდა. აქცია ფილარმონიასთან დღეს, 17:00 საათზე უნდა განახლდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი