ახალი ამბები

პატიმრის და აცხადებს, რომ მესამე კორპუსში პატიმრები შიმშილობენ

22 სექტემბერი, 2012 • 1334
პატიმრის და აცხადებს, რომ მესამე კორპუსში პატიმრები შიმშილობენ

12: 36 თამუნა ჩოხელი, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილის პატიმრიის დაა, აცხადებს, რომ საპყრობილის მესამე  კორპუსის პატიმრები შიმშილობენ. ჩოხელმა პატიმრებს გარედან მიაწვდინა ხმა, იგი პაემანზე არ შესულა:

“პატიმრებს თავიანთი მოთხოვნები აქვთ, ისინი ითხოვენ– ერთი მშობელი, ჟურნალისტი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შემოვიდეს და მათ გავაცნობთ ჩვენს მოთხოვნებსო”- აღნიშნავს თამუნა ჩოხელი. 

 

 გლდანის #8 საპყრობილედან გამოვიდა მზია ნადიბაიძე, რომელმაც შვილი, შალვა ნადიბაიძე ე.წ. მესამე კორპუსში მოინახულა. პატიმრის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილი და საკანში მყოფი კიდევ 7 პატიმარი შიმშილობენ. როგორც მზია ნადიბაიძე აცხადებს, პატიმრები ამბობენ, რომ ნაცემები არიან, თუმცა არ აკონკრეტებენ, ცემის ფაქტი ბოლო დღეებში მოხდა თუ არა. გარდა ამისა, შალვა ნადიბაიძემ დედას სთხოვა, რომ მის საკანში შევიდნენ ჟურნალისტები. მზია ნადიბაიძის თქმით, პატიმრები მოითხოვენ დაცვას, რადგან ციხის ბადრაგად ისევ ის თანამშრომლები მუშაობდნენ, რომლებიც პატიმრებს რეგულარულად სცემდნენ. პატიმრების თქმით, ახლა მათ სხვა ფორმები აცვიათ. 

 

ამ დროისათვის გლდანის საპყრობილესთან კვლავ რჩებიან პატიმართა მშობლები და ჟურნალისტები. ადგილზე ელოდებიან საპატრიარქოს წარმომადგენლების მისვლას.

 

სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა ციხესთან შეკრებილ ჟურნალისტებსა და პატიმრების ახლობლებს უთხრა, რომ გლდანის ციხეში ამ დროისათვის არავინ არ შიმშილობს, თუმცა კიდევ ერთხელ გადაამოწმებს მზია ნადიბაიძის განცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი