ახალი ამბები

გლდანის საპყრობილის პატიმრების წერილი

22 სექტემბერი, 2012 •
გლდანის საპყრობილის პატიმრების წერილი

“გილოცავთ ამ ჯალათების და სისხლიანი რეჟიმის ტანჯვა-წამების დამთავრებას სრულიად საქართველოს. გვინდა ორი სტყვით მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი გაუსაძლისი პირობების შესახებ. ვართ ქრონიკული ტუბერკულიოზით დაავადებული, ე.წ. ემდიარები, გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში, E მეშვიდე კორპუსში, ასმეერთე კამერაში მყოფი პატიმრები, რომლებიც მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებული იქნას  ჩვენ მიმართ კანონით მინიჭებული უფლებები, კერძოდ, მოხდეს რეაგირება ჩვენს მოთხოვნაზე, რომელიც გამოიხატება შემდეგში:

 

ორი დღეა ვშიმშილობთ და არ ვიღებთ სამკურნალო მედიკამენტებს, ამ სახით გამოხატული პროტესტი ემსახურება იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიზანს, რომელიც არის ტუბზონა, ქსნის #19 დაწესებულება. ჩვენი ამ რადიკალური ზომის  გადაწყვეტილების  მიღება გამოიწვია ადმინისტრაციის მიერ ცრუ დაპირებებმა, რომ მოხდებოდა ჩვენი ტუბზონაში გადაყვანა. თვეების მანძილზე ხდებოდა ტყუილებით და გულგრილად ჩვენი მკურნალობა. ჩვენ არ შევწყვეტთ შიმშილს და მედიკამენტებს არ მივიღებთ მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენი ეტაპირება ქსნის მეცხრამეტე დწესებულებაში, ტუბზონაში.

 

ჩვენ გარდა არიან არაერთი პატიმარი, იგივე სენით დაავადებულები, რომლებიც ასევე აცხადებენ შიმშილობას და წამლების არმიღებას იგივე ხასიათის მოთხოვნით. აქ მოგვიყვანეს გაგა მკურნალიძის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გვჯერა თქვენი თანადგომის, ვხედავთ და ვგრძნობთ ამას, ვართ სულიერად მტკიცედ, გვაქვს ღმერთის და ქართველი ხალხის იმედი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ამინ.”

 

“E” კორპუსის პატიმრები

მასალების გადაბეჭდვის წესი