ახალი ამბები

პატიმარ გოდერძი კიკნაძის დედა შიმშილობას აგრძელებს

22 სექტემბერი, 2012 • • 1117
პატიმარ გოდერძი კიკნაძის დედა შიმშილობას აგრძელებს

“გთხოვთ, დამეხმარეთ, აცნობეთ ყველას, რომ შიმშილობას ვაგრძელებ. ჩემი შვილის ნახვის უფლებას გაურკვეველი მიზეზით არ მაძლევენ. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგან მეშინია, რომ შვილი არ მომიკლან,” – განაცხადა მერი კიკნაძემ.

 

მსჯავრდებულის დედა მედიასაშუალებებს დახმარებას სთხოვს: “გთხოვთ, განსაცდლში არ მიმატოვოთ.”

 

გოდერძი კიკნაძეს 13 წლის წინ წაუყენეს მკვლელობის ბრალდება და შემდგომში ამ მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე ეხება პატიმრის მკვლელობას, რაშიც ბრალი იმ დროისათვის სრულიად სხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს წაუყენეს. 

 

პატიმრის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და 13 წლის წინანდელ მკვლელობაში ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია მონაწილეობდა:

 

„ჩემი შვილი დიდი ხანი დუმდა, რადგან სიმართლე რომ ეთქვა, ეშინოდა, მოკლავდნენ. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, სამუდამო პატიმრობას ისევ სიკვდილი ურჩევნია. ძალიან მეშინია! ერთადერთი შვილი მყავს და იმასაც მიკლავენ!“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას პატიმრის დედამ.

მერი კიკნაძე
მერი კიკნაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი