ახალი ამბები

პატიმრის მშობელი აცხადებს, რომ გლდანში 8 პატიმარი შიმშილობს

22 სექტემბერი, 2012 • • 1609
პატიმრის მშობელი აცხადებს, რომ გლდანში 8 პატიმარი შიმშილობს

10:45 – რამდენიმე წუთის წინ გლდანის #8 საპყრობილედან გამოვიდა მზია ნადიბაიძე, რომელმაც შვილი, შალვა ნადიბაიძე ე.წ. მესამე კორპუსში მოინახულა. პატიმრის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილი და საკანში მყოფი კიდევ 7 პატიმარი შიმშილობენ. როგორც მზია ნადიბაიძე აცხადებს, პატიმრები ამბობენ, რომ ნაცემები არიან, თუმცა, არ აკონკრეტებენ, ცემის ფაქტი ბოლო დღეებში მოხდა თუ არა. გარდა ამისა, შალვა ნადიბაიძემ დედას სთხოვა, რომ მის საკანში შევიდნენ ჟურნალისტები. მზია ნადიბაიძის თქმით, პატიმრები მოითხოვენ დაცვას, რადგან ციხის ბადრაგად ისევ ის თანამშრომლები მუშაობდნენ, რომლებიც პატიმრებს რეგულარულად სცემდნენ. პატიმრების თქმით, ახლა მათ სხვა ფორმები აცვიათ. 

 

ამ დროისათვის გლდანის საპყრობილესთან კვლავ რჩებიან პატიმართა მშობლები და ჟურნალისტები. ადგილზე ელოდებიან საპატრიარქოს წარმომადგენლების მისვლას.

გლდანის ციხე
გლდანის ციხე

მასალების გადაბეჭდვის წესი