“რამდენიმე არასამთავრობოც შემოგვიერთდა. ერთად უნდა დავდგეთ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ. სტუდენტებმა მოინდომეს პროტესტის გამოხატვა პრეზიდენტის მიერ იუსტიციის სახლის გახსნისთვის. მსგავსი ტიპის ფაქტები არ უნდა ხდებოდეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა შემაძრწუნებელი მასალები”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის” წარმომადგენელი ნუგზარ კოხრეიძე.
შეგახსენებთ, დღეს, 21 სექტემბერს 19:19 საათზე რამდენიმე სტუდენტმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ქუჩიდან პოლიციის კორიდორის გარღვევა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ისინი სცემა.