ლარი დოლართან 1.5 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 3 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 10 დეკემბერიდან ლარი დოლართან მიმართებაში 1.5 თეთრით გაუფასურდება, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3 თეთრით გამყარდება.

კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0313 პუნქტით გამყარდება, ხოლო დოლართან მიმართებაში 0.0149 პუნქტით გაუფასურდება. ხვალიდან 1 დოლარის ღირებულება 2.5887 ლარი იქნება, ხოლო 1 ევრო 2.7474 ლარი ეღრება.

დღეს, 9 დეკემბერს, 1 დოლარის ღირებულება 2.5738 ლარია, ხოლო 1 ევრო 2.7787 ლარი ღირს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.