ახალი ამბები

იუსტიციის სამინსიტრო არ ადასტურებს, რომ აქციის ფარგლებში პასპორტი 50 ლარი ეღირება

9 დეკემბერი, 2016 • 3677
იუსტიციის სამინსიტრო არ ადასტურებს, რომ აქციის ფარგლებში პასპორტი 50 ლარი ეღირება

იუსტიციის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ  15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის [ID ბარათი] აღება უფასო იქნება, ხოლო საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის აღება- 50 ლარი.

როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, გაიმართება თუ არა ასეთი აქცია.

ხოლო იუსტიციის სახლის საპასპორტო განყოფილების ცხელ ხაზზე “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აქციის პირობები დადგენილი არ არის:

“ზუსტი მონაცემები არ გვაქვს. ველოდებით აქციას, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან დგინდება აქციის დაწყების თარიღი და პირობები.”

ამჟამად ბიომეტრიული პასპორტის მეათე  სამუშაო დღეს აღება  100 ლარი ჯდება, ხოლო პირადობის მოწმობის –  30 ლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი